ცის მზვერავი

და იჯდა მთების კიდეზე ცის მზვერავი და უკიდეგანოდ შესცქეროდა ცას… კაი ხანი იჯდა ასე და უბრალოდ ზვერავდა ცას, აკვირდებოდა მას. მეტს არაფერს არ შვრებოდა, მართლა. არანაირ ფიქრსა თუ რაიმე აზრს არ ატარებდა საკუთარ გონებაში. ეს იყო მზვერავი, რომლის ზვერვასაც არ ჰქონდა არანაირი მიზანი, არანაირი სწრაფვა. ასე ლამაზად ადამიანს ცისთვის და ცას ადამიანისთვის არასოდეს შეუხედავს. ეს ჰგავდა ანარეკლს უსუფთავეს წყალში, ორი შეყვარებულის მზერას. და უეცრად ცის მზვერავის ტაძარმა იწყო ნათება. ნათდებოდა და ნათდებოდა, ხოლო ცა ცეკვავდა მზვერავში, მზვერავი კი ცაში. იმდენად განათებოდა მზვერავს ტაძარი, რომ წონაც დაეკარგა. მის ტაძარში არსებული ყოველი ინფორმაცია გიზგიზებდა და ბჟუტუნებდა. წონასწორობაც დაეკარგა მზვერავს. ცა თავისკენ მიაქანებდა, თითქოს ეძახდა მოდი სახლში დაბრუნდიო. საბოლოოდ იმდენად განათებულიყო მზვერავი, რომ მთელი თავისი არსით გავარვარებულ, უნატიფეს და უზეშთაეს სინათლედ გარდაიქმნილიყო და გახდარიყო ვარსკულავი და ის ცა, რომელშიც დადნა და კოსმოსი და მთლიანად სამყარო და …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *