სიტკბოების წმინდა წყარო

ერთ უდაბნოში სიტკბოების წმინდა წყარო მოედინებოდა. ხალხი ხშირად მიდიოდა, ავსებდა და მიირთმევდა ამ წმინდა წყალს, რამეთუ მას სამკურნალო და ღვთიური თვისებები ჰქონდა. ერთ დღესაც ამ წყაროსთან გრძელი რიგი გაჩენილიყო. ყველა კითხულობდა რახდებაო, რატომ არისო ესეთი ამბავიო. თურმე ერთი მამაკაცი მისულა წმინდა სიტკბოების ასავსებად, თან წაუღია უამრავი დოქი და ყველას ბოლომდე ავსებას ცდილობდა. როდესაც დაამთავრა, დოქების წაღებას ვერ მოერია. მამაკაცის უკან მდგარ ადამიანს გაეცინა, მივიდა წყაროსთან, მიუშვირა თავისი დოქი, ერთი წვეთი წმინდა სიტკბოებისა ჩაასხვა მასში და მიუგო მამაკაცს: “თუ გწამს ამ წყაროს სიწმინდის, ერთი წვეთიც საკმარისია სასწაულის მოსახდენად”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *