დჰევი

დედამიწა ახალი შექმნილი იყო ხოლო მასზე დაიარებოდა ჰომოსაპიენსი სახელად დჰევი. მაგ დროს მიწაზე ღვთის შვილებად წოდებული არსებები ჩამოსულიყვნენ. უშველებელნი, დიადი მანათობელი ტაძრებით, სხვადასხვა შეფერილობისა და სილამაზის, შემკულნი არნახული პლანეტარული ოქროს სამოსითა და სამკაულით. ლაპარაკი მათი სიმღერასა და გალობას ჰგავდა, ხოლო გამომეტყველება უბასრეს მახვილს მოგაგონებდა. სწორად დჰევი გადაეყარა მათ. არნახული ენახა და შეშინებოდა, გაიქცა დჰევი. ხოლო როდესაც იგრძნო რომ საშიში არაფერი იყო, დამშვიდდა და ნერვიულად მივიდა მათთან. მდინარეები, უშველებელი ველები. ორ გოლიათ თოვლიან მთაზე ღვთის შვილები წამომჯდარიყვნენ და გალობდნენ. პატარა გაოგნებული დჰევი მთების ძირში პირღია და თვალებგაფართოვებული იდგა და უსმენდა მათ. მომავალ ჰარმონიებსა და ვიბრაციებს მთლიანად აეზანზარათ მისი ტაძარი და სული. დედამიწის შექმნის შემდეგ მასზე მსგავსი ჰარმონიები ჯერ არ გაჟრერებულიყო. დჰევი გრძნობდა რაღაცას, რაც თვითონაც არ იცოდა რაიყო. მასში რაღაც ახალი იბადებოდა და ხარობდა, რაც სულ მალე გამოაღწევდა გარეთ და იქნებოდა დასაწყისი ახალი თავგადასავლისა. მთელ დედამიწაზე ისმოდა ღვთის შვილების გალობა. დჰევი იდგა დამიწებული, სრულიად მოჯადუვებული. შინაგანად ეუფლებოდა სურვილი მათნაირი საამური ალერსი გამოეშვა პირიდან. ექსტატიკურ მდგომარეობაში იძირებოდა და პირი მისი ნელნელა იწყებდა ახალი მოძრაობების კეთებასა და დჰევისთვის ახალი ბგერების გამოშვებას. სწორად მისი მიბაძვის მცდელობის დროს დჰევიმ თავისი თავიდან სამყაროში ასო ბგერები გაუშვა და გახდა დასაწყისი დასასრულისა. იგი გარდაისახა პირველ არსებად დედამიწაზე, რომელსაც დაეწყო მეტყველება.

ხოლო ღვთის შვილები მას მერე არ გამოჩენილან დედამიწაზე, თუმცა მათი სამარადისო გალობა ახლაც ისმის ხოლმე კოსმოსში და მის მიღმა, იქ, სადაც ღმერთია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *