ბრძენი ტყემლის ხეზე

ერთ სოფელთან ახლოს, გზის პირას, ტყემლის ხეზე ბრძენი წამოწოლილიყო და ტყემალს ჭამდა. გზაზე მიმავალი ადამიანები ხშირად ჩერდებოდნენ და ბრძენს ეუბნებოდნენ რამე სიბრძნე გვითხარიო. ერთ დღეს გზაზე ორნი მიდიოდნენ. ტყემლის ხეს როცა მიუახლოვდნენ ერთმა მეორეს ჰკითხა ეს ვინ არისო. მეორემ მიუგო ეს ბრძენიაო. ასეთს რას შვრებაო, ჰკითხა პირველმა და გაჩერდა. გზაზე ვინც ჩერდება ტყემლის კურკებს ესვრისო, თქვა მეორემ და გააგრძელა გზა.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *