ბიჭი ღრუბლებზე

ზღვის თავზე, ერთ ღრუბელზე ბიჭი ცხოვრობდა. მას ძალიან უნდოდა ზღვაში საცურაოდ ჩასვლა, მაგრამ ჩახტომას ვერ ბედავდა, მისი ღრუბელი ზღვიდან მაღლა იყო. ამის გამო ბიჭი ტიროდა, ხოლო ცრემლები მისი წვიმად გადაიქცეოდნენ და ზღვაში ჩაედინებოდნენ. ერთ დღესაც ბიჭი ღრუბლის კიდეზე იჯდა, ფეხებს აქნევდა და ზღვაში იყურებოდა, როცა თავზე წვეთები დაეცა. მაღლა აიხედა და მის ზემოთ მყოფ ღრუბელზე გოგო დაინახა. გოგოც ტიროდა. ბიჭმა ჰკითხა, რატომ ტირიხარო. გოგომ უპასუხა ზღვაში მინდა ჩასვლაო, მაგრამ ღრუბელი მაღლააო და ჩახტომის მეშინიაო. ბიჭმა უთხრა მეცო, მოდი ჩემ ღრუბელზე ჩამოხტიო, იქნებ ოდნავ დამძიმდეს და ქვემოთ ჩაიწიოსო რათა ორივემ ჩახტომა შევძლოთო. გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, თავი დაუქნია და ბიჭის ღრუბელზე ჩახტა. ღრუბელი არ გაინძრა. გოგონამ ზღვას ჩახედა, ბიჭს ხელი კრა, აქედან გეშინოდა ბიჭო გადახტომისო? სიცილით ჩასძახა ბიჭს და თვითონაც მიჰყვა.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *