ამღვრეული ტბა

კუდაბზეკილ მთებს იქეთ, სურნელოვან ველებში იყო ერთი ამღვრეული პატარა ტბა. ტბის ფსკერი ღრმა არ იყო, ჩვეულებრივად შეხვიდოდი შიგნით, თუმცა წყალი სულ ამღვრეული იყო. სწორედ ამ ტბაში ერთი მშიერი ადამიანი შესულიყო და ხელებით ცდილობდა თევზის დაჭერას რათა მოეკლა შიმშილი. არ გამოსდიოდა მას ეს. დაინახა ეს გზაზე მიმავალმა ერთმა კაცმა და გასძახა “რას შვრები”-ო. ამან მიუგო “მშია და თევზის დაჭერას ვცდილობ”-ო. “მეც მშია” უთხრა გზაზე მიმავალმა კაცმა. “მოდი მეც მოგეხმარები და თევზი ერთად მივირთვათ” უთხრა კაცმა და ჩავიდა ისიც ამღვრეულ წყალში. ცდილობდა ორივე თევზის დაჭერას ცდილობდა და არ გამოსდიოდათ ეს. დაინახეს ესენი კიდევ რამოდენიმე გზაზე მიმავალმა მშიერმა ადამიანებმა და ეგენიც შეუერთდნენ. მაინც ვერ დაიჭირეს. კიდე შეუერთდა მშიერი ხალხი, კიდევ და კიდევ და ბოლოს ტბა იმდენი ადამიანით გამოიტენა რო წყალი დაშრა. “ახლა მაინც ჰო ვიპოვით თევზს” თქვა კაცმა და ყველამ დაიწყო გაშმაგებულმა ძებნა. ეძება, ეძება თევზი ამდენმა კაცმა და მაინც ვერ იპოვა. ტბის ახლოს მაყვლის ბუჩქთან ერთი ბრძენი წამოწოლილიყო და მაყვალს მიირთმევდა. მშიერი ხალხის ვაი ვაგლახის ხმები რო გაიგო გაიხედა მათკენ და გასძახა “რასაც ეძებთ მანდ არ არის და არც არასდროს ყოფილა, სხვა ტბაშია, ხოლო თქვენ ყველანი დებილები ხართ ეს მაყვლის ბუჩქი რომ ვერ დაინახეთ.” 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *